ყოფილი მძევალი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, დავით ხვიბლიანი, რომელზედაც, ბოლო ერთი დღეა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სწორედ იგი იყო მძარცველის თანამზრახველი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მინდა დამატებით გამოვეხმაურო ჩემს განცხადებას ტელევიზიებთან და კიდევ ერთხელ დავაკონკრეტო რომ ჩემს მიმართ წამოსული ყველა ბრალდება რომელიც სხვადასხვა ტელევიზიებიდან გაჟღერდა არის სრული სიცრუე და ცილისწამება, რომელიც შეურაცმყოფელია პირადად ჩემთვის და ასევე იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ვისთანაც ერთად ვმსახურობ და მიმსახურია კიდეც, არავის არა აქვს უფლება დაარღვიოს უდანაშაულობის პრეზუმცია და წინასწარ წაუყენოს ბრალი ადამიანს მით უმეტეს ქართველ ჯარისკაცს, სანამ საგამოძიებო სამსახურები და სასამართლო დამნაშავედ არ სცნობს, კიდევ ერთხელ განვმარტავ რომ ვარ მართალი ჩემი ოჯახის ხალხის და სახელმწიფოს წინაშე ვემსახურები ქართველ ხალხს და საქართველოს სახელმწიფოს”
დავით ხვიბლიანის გვერდზე, ასევე ვრცელდება სალომე ხვიბლიანის წერილი:
ეს მათვის,ვისთვისაც დღემდე ნათელი არ არის! ცილისწამებას არ აქვს საზღვარი, განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომელთა მთავარი საქმიანობა მძარცველის ხელშეწყობა იყო, თუმცა ახლა ეს თავისი შავი საქმე სხვას გადააბრალეს და დავით ხვიბლიანს თანამზრახველობაში ადანაშაულებენდნენ. არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია, რომლის დარღვევა კანონით ისჯება,არსებობს ბრალდება, რომლის თანამონაწილე ნამდვილად არ არის დავითი, მაგრამ ცილისწამებამ შეიძლება მორალურად დაგაზიანოს და არსებობს ოჯახი, რომელიც საკუთარი შვილის დანაშაულს არასოდეს დაფარავს, ეს ოჯახი ხვიბლიანების ოჯახია და ახლა იქ დაიწყეს თავიანთი ბინძური ხელების ფათური.
არა ბატონებო, არ გამოგივათ, ბინძური თამაშებით მხოლოდ საკუთარ თავს გამოამჟღავნებთ (იმისთვის, ვისთვისაც სიცხადე აკლია) ყველა ტრაგედიას ნუ ფუთავთ, ნუ იყენებთ საკუთარი სიბინძურის დასამალად, სირცხვილია. მდაბალ საქციელთა ჩამდენთაგანიც კი, უკან მოგიბრუნდებათ და ვეღარ გაექცევით. არ არსებობს ტყუილი, რომელიც არ გამჟღავნდება. არ არსებობს ცილისწამება, რომელიც სიმართლის გზას არ იპოვის. შეიძლება ატკინოთ ვინმეს, მაგრამ ალბათ უგრძნობელობის გზაზე, სინდისშემოძარცვულებს მოგინდებათ საკუთარი თავის შეცნობა და ვეღარ მიაგნებთ, რადგან რომელიღაცა ცოდვაში ჩაიკარგება თქვენი ადამიანობა. ძალიან მიყვარხარ, ჩემო იმედო!”
კომენტარები