პიარტექნილოგი, გიორგი კალატოზიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს
“სრულად გაუგონარი და წარმოუდგენელი ამბავია ის, რომ ზუგდიდში ბანკის ძარცვაში მოქმედი სამხედროების მონაწილეობის თაობაზე მედიაში გამოთქმულ ჯერ ვარაუდს, შემდეგ კი ბრალდებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia პასუხობს დუმილით.
დღემდე ამ საქმესთან დაკავშირებით ვებგვერდზე და ოფიციალურ ფბ გვერდზე არ გამოუქვეყნებიათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, სამინისტროს განცხადება იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ვიდრე არ არის დადგენილი სიუჟეტში აღნიშნულ პირთა კავშირი და, მით უმეტეს, ბრალეულობა, მედიამ და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა დაიცვას პირთა უდანაშაულობის პრეზუმპცია და არ მოახდინოს მოქმედი სამხედროების, მთლიანად ჯარის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაცია. წარმოუდგენელია ასეთი დამოკიდებულება და გაუმჭირვალეობა. ეს არ არის Strategic silence და მაგდენი უნდა ესმოდეს ყველას!”
კომენტარები