ჟურნალისტი, ნელი ვარდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ახალი ინფო მაქვს. დღეს იმდენი რამე გავარკვიე დედაჩემის წყალობით კოვიდზე, მგონი მე გავშიფრავ სქემას, როგორ მუშაობს კოვიდ მაფია საქართველოში.
სენსაციური ამბები მაქვს, სკანდალური ჟურნალისტისთვის და სამწუხარო – ადამიანებისთვის. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ ენდოთ ექიმებს! კიდევ, აუცილებლად მოვთხოვ პასუხს ყველა მედიცინის მუშაკს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ვინც დაარღვია პაციენტის უფლებები და მე და დედაჩემს მოგვაყენა ფსიქოლოგიური ზიანი, გვამყოფა სტრესში და საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ, ვითომ სოფლისა და ხალხის გადარჩენის მიზნით. თითოეული ზარი გაიშიფრება…
აგრეთვე, წნორის საავადმყოფოს ექიმებს მოუწევთ მითხრან, როგორ არჩენენ ფილტვების ანთებას ორ დღეში, რომ მისი ნასახიც არ ჩანს. რა მეთოდიკა აქვთ ასეთი, უნდა გაგვიზიარონ. პაციენტის უფლებები და საკუთარი საქმე ასწავლეთ ექიმებს და უსაქმურობით, ჭორიკნებად ნუ აყალიბებთ, ეს კიდევ ჩემი რჩევაა ადგილობრივი თუ მთლიანი ჯანდაცვისთვის! ეს ყველაფერი ჟურნალი იყო, კინოს მალე ნახავთ!
მოკლედ, გადავწყვიტე ექსპერიმენტის ჩატარება და ჩემმა ახლობლებმა თბილისის ცნობილ ლაბორატორიებს სთხოვეს, რომ ნებისმიერი თანხის საფასურად ჩამოსულიყვნენ ჩემთან, სოფელში, სადაც გამომკეტეს და ჩაეტარებინათ ჩემთვის კოვიდზე ტესტი. ყველამ თქვა უარი, მათ შორის ლუგარმაც და იცით რატომ, გზა შორია, 2 საათი სჭირდება თბილისში სატესტო მასალის მაცივრით ჩამოტანას და სწორ დასკვნას ვერ მივცემთო.წნორის საავადმყოფოდან დედაჩემის სატესტო მასალა აიღეს მისვლის დროს და მეორე დღეს წაიღეს თბილისში. მითხრეს, რომ ყოველთვის ასე იქცევიან. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.
წარმოუდგენელ ამბებს გიყვებით ორი დღეა ხომ და გგონიათ, ჰიჩკოკის ფილმს უყურებთ. მე კი უკვე მგონია, ქვეყანაში კი არა, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. კიდევ რამდენი მაქვს მოსაყოლი და რამდენი რამე გავიგე…ასე ხდება მაფიოზების ქვეყანაში და მაშინ, როცა ადამიანებს ენა გადაყლაპული აქვთ ყველაფერზე. ამოიღეთ ხმა, სანამ დროა, თორემ უარესი გველის!”
კომენტარები