პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ ბიძინა ივანიშვილის მმართველობაზე ისაუბრა.
“ქართველი პოლიტიკოსები როგორები არიან?! ყველა არის მფრინავი, სწავლობენ ფრენას, მაგრამ აეროდრომზე დაჯდომას ვეღარ სწავლობენ. ბიძინა ივანიშვილი არ არის გამონაკლისი ამ მხრივ. მას, სამწუხაროდ, ძალიან ღრმად აქვს შეტოპილი.
ივანიშვილს მას ძალაუფლება აღარ სჭირდება ძალაუფლებისთვის, ეზიზღება კიდეც. მას ის სჭირდება პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ამის გარანტიების მიღების შანსს, გარდა იმისა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს დღეს ის ვერ ხედავს. მე ვფიქრობ ეს კიდევ შესაძლებელია.
ვთავაზობ რამდენიმე ნაბიჯს, რითაც მას შეუძლია გადაარჩინოს თავისი კეთილდღეობა და უსაფრთხოება, ჯერჯერობით ვერ ვხედავ რომ ის ამაზე წამსვლელი იყოს“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
კომენტარები