შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ ბრალდებულის ოფიციალურად დასახელების შემდეგ ყოფილი მძევლები პირველ განცხადებებს აკეთებენ. ყოფილი მძევალი ირაკლი კვარაცხელია:
“მე არ შემიძლია ეს ადამიანი გამოვრიცხო იქიდან გამომდინარე, რომ იმდენად განსხვავებული არ არის, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, არც ის არ არის გამორიცხული, რომ ეს არ იყოს ის ადამიანი.
ფიგურა ამ ადამიანის წააგავს იმას, ვინც ბანკში შემოვარდა, თუმცა ასეთი აღნაგობის ადამიანი შეიძლება უამრავი იყოს. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მე მაქვს უბრალოდ შემიძლია ვთქვა ის, რომ დაახლოებით ამ აღნაგობის ადამიანი იყო ბანკში. მოთაფლისფრო-მომწვანო თვალები ჰქონდა და არ ვიცი, ათასი ადამიანი, რომ დაგიყენონ, რომლების კანიც კი არ ჩანდეს, შეღებილი ჰქონდა როგორც იცით, მხოლოდ და მხოლოდ თვალები, რომ ნახოთ რამდენში ნახავთ მსგავსებას? ძალიან რთულია ასე მხოლოდ თვალებით,” – განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, არც ერთი მძევალი, ამ დრომდე, ცნობილი არ არის დაზარალებულად!
კომენტარები