სამტრედიის რაიონის სოფელ მელაურში მერის წარმომადგენელი, სოფიკო კიკაჩეიშვილი, “მთავარ არხთან” საუბრისას ამბობს, რომ არ აინტერესებს რას გაავრცელებენ მასზე, რადგან მისი აზრით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ენმ-ს უჭერს მხარს არარაობაა.
“რაც უნდა ის გაავრცელოს ვაფშე არ მიანტერესებს არც ნანუკა და არცერთი ნაციონალი, ვინც ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერს ჩემთვის ისინი არარაობაა. მაგენი არიან ქართველი ხალხის მოძულეები, ქვეყნის მოძულეები და ყველაფერი ცუდი… არ მაინტერესებს, არ მაქვს თქვენთან არაფერი სალაპარაკო.
მე არ შემხვდა თორე კარგ დღეში ჩავაგდებდი. როგორც ჩემ სოფელში შემოვიდა და გააგდეს და გინებით გაისტუმრეს ისე გავისტუმრები მეც, იმიტომ, რომ მე ჩემი ქვეყანა მიყვარს და ქართველი ხალხი მიყვარს, ვინც საღად აზროვნებს, თორე ვიღაც ერთუჯრედიანი, კაცის მკვლელები მოსწონს ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენენ ისინი და არც მადარდებს, თუ გინდა გამოაქვეყნე ჩემი საუბარი.
თქვენ ხართ კაცის მკვლელები, ქართველი ხალხი თქვენ არ გიყვართ და ქვეყანა არ გიყვართ. მიშა სააკაშვილის მიმდევარი როგორ შეიძლება ნორმალური იყოს”, – უთხრა სოფიკო კიკაჩეიშვილმა ჟურნალისტს.
კომენტარები