“მიღებულია ყველა ზომა, ერთი – იმისთვის, რომ საბოლოოდ, დაკავებული იქნას ეს პირი და მეორე – იმისთვის, რომ მან არავითარი საფრთხე არ შეუქმნას გარშემო მყოფთ. ეს არის პოლიციის ამოცანა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანა და ზუსტად ამ ამოცანით მოქმედებენ ისინი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ბრიფინგზე, ზუგდიდში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ დღეს წარმატებით ჩატარებულიყო ოპერაციის პირველი ეტაპი და გათავისუფლდა 43 მძევალი, სრულიად უვნებლად – ეს იყო პირველი ამოცანა. მეორე ამოცანა – ეს იყო დანაშაულის გახსნა და იცით, რომ მყისიერად გაიხსნა დანაშაული და უკვე მეორე დღეს, მაქსიმუმ, იყო ცნობილი ყველაფერი იმის თაობაზე, თუ ვინ იყო ამ შემთხვევაში დამნაშავე და მესამე ფაზაც, დარწმუნებული ვართ, ასეთივე წარმატებით დასრულდება, ძალიან მალე“
კომენტარები