მოძრაობა “შევინარჩუნოთ სიცოცხლეს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში, პარლამენტის პიკეტირების დაანონსებას ეხმაურება და წერს:
” კონსტიტუციური მმართველობის დამამხობლები, რევოლუციური, ძალადობრივი გზით აპირებენ ისევ კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდებს, რადგან მათ სხვა ბრძოლის მეთოდები არ იციან!!!
ბოკერია და ძმანი მისნი (სააკაშვილის შეძახილებით) ეცდებიან, უკვე კარგად აპრობირებული მეთოდის გამოყენებას, მაგრამ (აქ არსებობს ერთი დიდი მაგრამ) ქართველი საზოგადოების აზროვნება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დიდწილად გაიზარდა, იმ სისხლიანი რეჟიმით და უბედურებებით, რაც ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ამ ქვეყნის 90% პროცენტმა!
ჩვენ, ვისაც გვახსოვს
ამდენი წართმეული ქონება,
შანტაჟის და მუქარის ძალით წართმეული ბიზნესები,
ნულოვანი ტოლერანტობის გამო გადავსებული ციხეები,
160 გარეთ ჩაცხრილული ბიჭი,
ღირსების შემლხავი და არაადამიანური მოპყრობები,
გაუპატიურებები,
ციხეში მოკლული ადამიანები,
7 ნოემბერი,
26 მაისი,
სისხლით მორწყული რუსთაველი,
ჩვენ! დიახ ჩვენ, ვიქნებით ცოცხალი კედელი, რომელსაც მხოლოდ სისხლით თუ დაანგრევთ!
ახალგაზრდების სისხლით მოსვლას და ძალაუფლების შენარჩუნებას კი ხართ მიჩვეულნი ნაცებო, მაგრამ ვეჭვობ, ამაზე თქვენი პარტნიორი კონგრესმენების, გაპრავება გეყოთ მსოფლიოს თვალში!
ან შეცვალეთ თქვენი მიზნები, ან არ აგცდებათ ხალხთან შეტაკება!
კომენტარები