ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახეთში, გიორგი ბოტკოველი, სოციალურ ქსელში, ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
“თავდაცვის მინისტრის ,,საიდუმლო სერობები” ზუზუმბოზე და უცებ მიღებული გადაწყვეტილებები – სასწრაფოდ 100 კვ.მ ასფალტის საფარის დაგება, რატომღაც არჩევნებამდე 2 დღით ადრე.
ჩემო ყარაჯლელო ძმებო, შეიძლება ამ ფოტოზე ყოფნით, რომელიმე თქვენთაგანმა გული დამწყვიტეთ, მაგრამ ჩემი გულის ტკენა არაუშავს, მთავარი გახსოვდეთ, თქვენი შვილების მომავალზე და მათ გულებზე იფიქრეთ.
ყველაფერი მაგრად იქნება, გავიმარჯვებ თქვენთვისაც, თქვენი შვილებისთვისაც და მთლიანად ყარაჯლისთვისაც.
P.S. თავდაცვის მინისტრი თელავში, ძალადობრივ საარჩევნო კამპანიაში და ჯარისკაცი ესებუა, ბანკში, ძარცვაზე.”
კომენტარები