მსახიობი, ბესო ზანგური, სოციალურ ქსელში, წერს:
“აბა წავიდა ახალი გასამდიდრებელი ადამიანები ახალი 4 წელი…
და ჩვენც გაფითრებულ გაჭირვებულები.. იქედნური ღიმილით… სუფთა მაგრამ გაცრეცილი პერანგებით… ვალებით გასიებული გულით და იაფფასიანი საჭმლით გაბერილი მუცლით შემოვხაზოთ ვიღაც უნიჭო და უსიყვარულო ტიპი ვიღაცის ხათრით, ვიღაცის ვისაც საერთოდ არც ანაღვლებს ჩვენი არსებობა და მომავალი რომელიც კარგად ვიცით რომ არ არსებობს, არ არსებული იმის უიმედო იმედით!
ეს უიმედო იმედობა რა იმედია გავიფიქროთ და გავიხსენოთ რომ ხსნა არ არსებობს, ჯვარს ეცვი თუ გინდა… და თუ გინდ არ ეცვა ხსნა არ არსებობს არც მაშინ, ერთია მხოლოდ ჭეშმარიტი – ჩვენთან არს მხოლოდ ღმერთი. ამენ”
კომენტარები