ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსს, გიორგი ბერიძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა, სად დაინფიცირდა და ჰქონდა თუ არა შეხება “ინფექციურის” ყველასათვის საყვარელ ექიმებთან, ამ კითხვით “ალია” გიორგის დაუკავშირდა:
9 თვეა კოვიდინფიცირებულების ეპიცენტრში ვარ, სადაც და საიდანაც არ ველოდი, სწორედ იქ დავინფიცირდი. ამ ეტაპზე ვითვლები მსუბუქ პაციენტად, დაბალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი მაქვს მხოლოდ და სახლში ვაგრძელებ მკურნალობას…
3 ნათესავი შევიკრიბეთ, საქმიანი შეხვედრა გვქონდა, რომელმაც სულ ნახევარი საათი გასტანა, იქ დავინფიცირდი. მეორე დღესვე ნათესავს სიმპტომი გამოუვლინდა და მეც პირდაპირ იზოლაციაში გადავედი, სახლიდან ვმუშაობ ორშაბათიდან, შესაბამისად, არც ერთ ექიმთან კონტაქტი არ მქონია.
სიმპტომი მეც რომ გამომივლინდა, ტესტირება ჩავიტარე და აღმოჩნდა, რომ დიანფიცირებული ვარ. ერთ ნათესავს, რომელსაც დაუდასტურდა, მსუბუქი ფორმა აქვს ასევე ვირუსის, მესამეს კი ამ დრომდე არ აქვს სიმპტომი, თუმცა, ისიც იზოლაციაშია.
სიმართლე გითხრათ, კორონავირუსის გადადებაზე მეტად, იმაზე მწყდება გული, რომ არჩევნებზე ვერ მივალ და ჩემ სამოქალაქო პოზიციას ვერ დავაფიქსირებ.
“ალიამ” სცადა გაეგო, ვისთვის აპირებდა გიორგი ბერიძე ხმის მიცემას, მაგრამ მან ამ ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა არჩია.
ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას და მყარ იმუნიტეტს.
კომენტარები