მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა და მისი პროგნოზების შესახებ ცოტა ხნის წინ „პრაიმტაიმს“ ესაუბრა:
ვერ მივეცი ამჯერად ხმა „ქართულ ოცნებას“. დავუჭირე მხარი გაერთიანებულ ოპოზიციას – სიახლეს დავუჭირე მხარი.
ნაციონალებმა ჩემი დამოკიდებულება კარგად იციან. დღესაც ისევ იმ აზრზზე ვარ, რასაც ადრე ვუთვლიდი მათ დიდ შეცდომას, დღესაც იმას ვთვლი. ჩავქოლოთ ნაციონალური მოძრაობა? უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ შეცდომების შემდეგ ბევრი კარგი საქმე გააკეთონ. მე დიდი იმედი მაქვს, იმ შეცდომების მაგალითზე, ახალ შეცდომებს აღარ დაუშვებენ. ყველაზე მაქვს საუბარი და არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობაზე.
მე არმგონია „ქართული ოცნება“ რა პროგნოზსაც აკეთებს იმ შედეგებით მოვიდეს, თუმცა ღმერთმა ხელი მოუმართოთ.
როდესაც მიშა მოდიოდა ხელისუფლებაში, მე და მთელმა ჩემმა ოჯახმა მას, ანუ სიახლეს დავუჭირეთ მხარი. იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ გააკეთეს, როდესაც მივხვდი, ქვეყანაში ბევრი რამ არასწორად კეთდებოდა, ოპოზიციაში ჩავდექი. ყველამ კარგად იცის არცერთი აქცია არ გამიცდენია, „ქართული ოცნების“ ერთგული ვიყავი, სიახლის იმედი მქონდა და როცა დავინახე მათაც შეცდომები დაუშვეს, ისევ ოპოზიციაში ჩავდექი.
მე მინდა იცოდეს ყველამ და მანაც ვისაც მხარი დავუჭირე, მაშინვე ოპოზიციაში ჩავუდგები როგორც კი, შეცდომებს დაუშვებენ. არავის ეგონოს რომ ვინმეს ყურმოჭრილი მონა ვარ. არასდროს არავის მონა არ ვიქნები!!!
ჩემი შვილების და შვილიშვილების გამო ჩავდგები მათთან ოპოზიციაში, ეს მინდა იცოდეს ყველამ, ვინც მოვა ხელისუფლებაში.
კომენტარები