პაკისტანში, ბანგლადეშში, ლიბანსა და კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყანაში მუსლიმი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა საპროტესტო აქციები გამართა, რომლის ფარგლებშიც ფრანგულ პროდუქციას ბოიკოტი გამოუცხადეს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის დასჯა მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში საფრანგეთის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყანაში რამდენიმე ტერორისტული აქტი განხორცილდა: ჯერ პარიზთან ახლოს თავი მოკვეთეს სკოლის მასწავლებელს, რომელმაც თავის რამდენიმე მოსწავლეს მუჰამედის კარიკატურა აჩვენა, 29 ოქტომბერს კი ქალაქ ნიცის ეკლესიაში სამი ადამიანი დანით მოკლეს.
BBC-ის ინფორმაციით, ამის გამო პრეზიდენტმა მაკრონმა ისლამს “კრიზისში მყოფი რელიგია” უწოდა და აღნიშნა, რომ ყველას აქვს უფლება მუჰამედის კარიკატურა გამოიყენოს.
კომენტარები