ენმ-ის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატს, ნიკა მელიას ეჭვი არ ეპარება, რომ ქართული ოცნება დამარცხდა.
საარჩევნო უბნების და ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ მელიამ თქვა:
“გამომდინარე იქიდან, რომ 35% ჯამური თბილისში აქვს ნაციონალურ მოძრაობას და დამარცხდა ოცნება, მე როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვიქნები უფრო წინ ვიდრე ეს არის 50% ამაში ეჭვი არ მეპარება, წინასწარი მონაცემებით გლდანი ოპოზიციამ უპირობოდ გაიმარჯვა პირველ ტურში, ქართულმა ოცნებამ თვალი გაუსწორა რეალობას”
მთავარი არხის ჟურნალისტმა მელიას ასევე ჰკითხა, რას იტყოდა ახლა ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ის პოლიტიკიდან წავა, თუ ნიკა მელია, გიორგი ბოტკოველი და ლევან ხაბეიშვილი არჩევნებს მოიგენენ.
მელიამ უპასუხა:
“მე მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი. პირადად ვაპირებ დაკავშირებას კობახიძესთან და იმედია, ბატონო ირაკლი, მიპასუხებთ.
არ დაგიმალავთ, ძალიან ვინერვიულე. შეგნებულად არ გავსულვარ შტაბიდან, რომ პროვოკაციაში არ დავედანაშაულებინე ქართული ოცნების რომელიმე ზნედაცემულ წევრს”.
კომენტარები