ჟურნალისტი, ბექა ქავთარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“გუშინ დავიძინე ქვეყანაში რომელიც ძალიან ახლოს იყო მრავალპარტიულ პარლამენტთან და კოალიციურ მთავობასთან.
გავიღვიძე და სადღაც თურქმენეთში ან რომელიმე შუა აზიურ სახელმწიფოში ვარ.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია – ახლა იმ ჩინელზე მეტად მეზიზღებით ვინც ის ღამურა პირველმა შეჭამა.
რისი იმედი გაქვთ ? არ მგონია ასეთი მასიური დარღვევები ამ ნაგავი სასამართლოს პირობებშიც კი გაპრავდეს.
საარჩევნო უბანზე მისულმა 62 ადამიანმა 332 ხმა მისცეს – საღ აზრზე არ მაქვს საუბარი, მათემატიკურად არის შეუძლებელი.
არ არსებობს დედამიწაზე ფორმულა რომლის მიხედვითაც 62 ადამინი 332 ხმას უდრის.
ეს არის ყველზე გავრცელებული დარღვევა. ასეთი დარღვევები არის უამრავი.
(აღარ ვსაუბრობ უშუალოდ საარჩევნო გარემოზე და არჩევნების პროცეზე – იმ საგიჟეთზე რაც უბნებთან ხდებოდა)
გუშინდელიდან მოყოლებული ქვეყანაში გვაქვს საგიჟეთი მოწყობილი და არავინ არ არის ამაზე პასუხისმგებელი…”
კომენტარები