ოპოზიციის აქციაზე, რომელიც არჩევნების გასაპროტესტებლად იმართება, ნიკა მელიას მიერ ელექტროსამაჯურის მოხნის ფაქტს “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მისი დაპატიმრება პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯი იქნება:
“პოლიტიკურად, მე ვიტყოდი, რომ ეს არ იქნება სწორი, ნიკა მელია ჩვენ უნდა დავამარცხოთ ყოველგვარი სამართლებრივი ზომების გარეშე, ამის შემდეგ რა ზომები მიიღება სამართლებრივად, ეს სხვა საქმეა, მაგრამ პოლიტიკურად არ მგონია მისი დაკავება მიზანშეწოლილი”. – ამბობს კობახიძე.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა და გლდანში მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. ოპოზიციურ ლიდერს ელექტრონული სამაჯური 20 ივნისის საქმის გამო უკეთია.
კომენტარები