ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“2012 ის მერე ნაცებმა რომ იხეირეს მასე არავის უხეირია!!!
რაც უფასოა ახლა (ცე ჰეპატიტის პროგრამა, ოპერაციები და ა.შ) ისინიც ზუსტად ისე იყენებენ, როგორც ჩვენ, ხშირ შემთხვევაში ჩვენზე მარტივადაც – კი…
რა დანაშაულებებიც ჩაიდინეს – შერჩათ და ახლა თუ ვინმე დაიწყებს რამის მოთხოვნას, პოლიტიკურიაო.
ცხოვრებაში რომ ვერ იფიქრებდნენ, ის ხალხი შევიდა პარლამენტში (მაგალითად მაჭუტაძე) და მთელი ცხოვრება ჩვენ უნდა ვუხადოთ პენსია, მივლინებები და ა.შ
პირდაპირ ეთერში ჩადიან უმძიმეს დანაშაულებებს და ხელს ვერავინ კიდებს.
და ყველაზე მთავარი – როგორც კი დავაპირებთ მათ რაიმე მოვთხოვოთ, პირველი ჩვენ გვიქნევენ თითს, ხელი არავის დააკაროთო, თორემ დაისჯებითო კანონის სრული სიმკაცრითო, ეს არის სწორედ დემოკრატიაო.
ახლა კი რეზიუმე:
ევროპაზე რა გითხრათ, მაგრამ ჩვენ მართლა შევიშალეთ და გადავიშალეთ ასეთი დემოკრატიით, თან უ-ზომოდ
წერტილი და ჯანდაბა ამას “
კომენტარები