პარლამენტი დღეიდან მუშაობას ოფიციალურად განაახლებს. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა მიმდინარე კანონპროექტების განხილვას დაეთმობა.
საკანონმდებლო ინიციატივების განხილვამდე სხდომაზე პოლიტიკური განაცხადებები გაკეთდება. საგაზაფხულო სესიაზე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა წარადგინოს.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა ახალი რეგლამენტით დაინერგა. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, დეპუტატებს რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რომელთა შორის არის გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა.
საგაზაფხულო სესიაზე კანონმდებლები რამდენიმე წლიურ ანგარიშსაც განიხილავენ, მათ შორისაა პრეზიდენტის, პრემიერის, სახალხო დამცველის, აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკის, ჯანდაცვის მინისტრისა და გენერალური პროკურატურის ანგარიშები.
ცნობილია ასევე, რომ თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით, პარლამენტის წინაშე უკლებლივ ყველა მინისტრი ანგარიშვალდებული იქნება.
კომენტარები