“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ციხეში გიორგი რურუას თავს დაესხნენ.
როგორც სამადაშვილმა ფორმულას გადაცემაში “კომენტარი” აღნიშნა, მისთვის დეტალები უცნობია, თუმცა ის ამბობს, რომ რურუაზე თავდასხმა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დაკვეთა იყო:
“ჩემთვის როგორც ცნობილია, დღეს ბატონ რურუაზე ციხეში განხორციელდა ფიზიკური თავდასხმა, ზუსტად არ ვიცი დეტალები, მაგრამ მას თავს დაესხნენ.
როგორც ჩანს, ეს იყო ციხის შიგნით შეგზავნილი პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ის მეთოდები, რომლითაც ეს ხელისუფლება მუშაობს, ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს”,-თქვა სალომე სამადაშვილმა.
კომენტარები