ნიკა გვარამიას “მთავარ აქცენტებში” მოწვეული ჰყავდა პოლიტიკოსები, რომლებიც პირდაპირ ეთერში ამბობდნენ უარს პარლამენტში შესვლაზე. გუბაზ სანიკიძემ, ოპოზიციის კრიტიკა დაიწყო:
“არ ივარგა იოიზიციამ, გაიმარჯვა ბიძინამ! ის ტექსტები, რასაც არჩევნებამდე ვლაპარაკობდით, რომ ბიძინა იყო ცუდი კაცი, ამ ტექსტებით ვეღარ ვილაპარაკებთ, – მოგებული არჩევნები წავაგეთ.
ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, როცა დიდი ბლოკი არ გავაკეთეთ!
არც ერთი რომ არ მეთანხმებით, ვიცი. ხალხი ითხოვს ჩვენგან ბოდიშის მოხდას, რადგან ძალიან ცუდად ჩავატარეთ არჩევნები.
არც ერთი ჩვენთაგანის არ ეშინია ბიძინა ივანიშვილს – ვისი ეშინია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს? ერთადერთი კაცის – მიხეილ სააკაშვილის. ხალხი არის ამის მოლოდინში.
გუბაზ სანიკიძეს ნიკა მელია შეეპასუხა და მათ შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპება მოხდა:
-ვინც არ უნდა იყო, გუბაზ სანიკიძე კი არა ვინც უნდა იყო, ვისაც შემოაქვს ოპოზიციაში ხინჯი…
-დაბადებული არ იყავი ბოლშევიკებს რომ ებრძოდი
-მოგზავნილი ხომ არა ხარ?
-ლაპარაკი გაასწორე…
-ვის უნახიხარ ბრძოლის ველზე? უნამუსო ხარ… არ მინდა შენთან საუბარი…
-დავიღალე რა, დაიღალა ეს ხალხი კიდე…
-რითი დაიღალა? უნამუსო ხარ, ამხელა კაცი ხარ და სად რა უნდა თქვა არ იცი…
-რამ დაგაკომპლექსათ ამ მიშამ? რატომ გამოიწვია შენი განერვიულება, მითხარი? ბიძინას ვერ ვერევით, ვერა…
-რომელ უბანთან იდექი, რომელი ხმა დაიცავი, რა გააკეთე, რომელ იარაღს შეუშვირე შუბლი?
-ნიკა, შტაბიდან არ გამოსულხარ მთელი დღე, არჩევნების დღეს. მიშა უნდა იყოს საქართველოში, მორჩა და გათავდა.
-მიშაზე მეტი მიშისტი ხარ? წადი სახლში, ჭამე რა… ხან ბიძინას აქებ, ხან მიშას, ეს არის ზნედაცემულობა…
ნიკა გვარამია მათ დაწყნარებას ამაოდ ცდილობდა, ნიკა მელიამ გადაცემა დატოვა, მას გუბაზი უკან გაჰყვა და თქვა, რომ სხვა გარემოში მშვიდად დაელაპარაკება…
კომენტარები