“მთავარის” რედაქტორი, ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
მე არ მინდა არც ერთი თანამდებობა, მე ვემხრობი ოპოზიციურ ერთობას და ყველას ერთიანობას, ვინც ბიძინას წინააღმდეგ ხმები მიიღო. ამ ბრძოლაში ჩამოვალ მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლით, დაგეხმარებით იმით, რითიც საჭიროდ ჩათვლით (c) მიშა სააკაშვილი
სასაცილოა, როცა ნიკა მელიასგან იცავ მიშა სააკაშვილს, და სამარცხვინოა, როცა ყველას ლუზერს ეძახი და არაფრის მაქნისს, და ჩვენი ყველას ერთობლივ ბრძოლას მონსტრის წინააღმდეგ წინასწარ განწირულად აცხადებ და იმედგაცრუებას თესავ. თან, რატომღაც (?) საზოგადოებას არწმუნებ, რომ თურმე ოპოზიციურ ერთობაში ვინმე სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგია. ამ დროს, არ არის, და ან ვის აქვს უფლება, პოლიტიკურ დევნილს სამშობლოში დაბრუნება აუკრძალოს?!
და მთავარი: ადამიანმა კონტექსტის შეგრძნება არ უნდა დაკარგოს. შეიძლება სულაც ბაჯაღლო სიმართლეს ამბობდე, მაგრამ არც ამისი დრო იყოს და არც ადგილი, და პირიქით, ზუსტად მაგ სიმართლე და მიზანი დააზიანო ამ უკონტექსტობით.ასეა ეს. და მთავარი არც სახელები და გვარებია, არც პარტიების სახელწოდებებია. მთავარია ერთობა და ხალხის ერთგულება”
შეგახსემენთ, გუშინ პირდაპირ ეთერში დაპირისპირება მოხდა გუბაზ სანიკიძესა და ნიკა მელიას შორის.
კომენტარები