„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძე ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას აცხადებს:
„ხელისუფლებამ ფულით იყიდა ძალიან ბევრი ადამიანი, იყიდა ამომრჩეველი და ყველა პოლიტიკური პარტიის წევრიც, მათ შორის „ევროპული საქართველოსიც“. რამდენიმე უბანი არის, სადაც ჩანს, რომ გამწვანებულია ე.წ. უბანი. ანუ, ყველა პოლიტიკური ძალის ადგილობრივი წარმომადგენელი იყიდა. ეს ჩანს უბნებიდან და პირდაპირ წერია რიცხვებიც. რა გასაკვირია ასეთი რამე რომ მომხდარიყო?!“ – აღნიშნა კაპანაძემ.
კომენტარები