„ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში ტრაგედიით მიდის მანიპულირება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გუშინ ბაღდათში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.
„ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაში არ არის. დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში ტრაგედიით მიდის მანიპულირება. ამ დროს ჩვენ შეგვიძლია თამამად მივუთითოთ, რომ შესაბამისი სამსახურები განმარტავენ, რა დახმარებები გაეწეოდა ამ ოჯახს, რაში იყო საქმე, რამდენად იყო დამატებითი დახმარებები, გამოხატავდნენ თუ არა გვერდით დგომას სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და ა.ა.შ.
თუმცა, ეს ტრაგედია ამასთან არაფერ შუაში არ არის. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები ვერ ვყალიბდებით, რომ ტრაგედიას დავარქვათ ტრაგედია და გამოვიგლოვოთ ის ადამიანები და არ გადავიდეთ სხვა თემებზე.
ამ ადამიანებს დაემართათ საშინელება. უნდა მივუსამძიმროთ ყველას, ვინც ამ ოჯახს იცნობდა. ცალკე აღებული არსებობს გაჭირვების თემა, რომელიც ამ კონკრეტულ ტრაგედიასთან არაფერ შუაში არ არის.
სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში უამრავი ღონისძიება გაატარა. ბავშვებსა და მათს ოჯახებს ურიგდებათ შესაბამისი ბარათები ე.წ. კვების ვაუჩერები, დანამატები, რომელიც 5-ჯერ გაიზარდა. ასევე ბავშვთა კოდექსის აღსრულება, რომელიც ბოლო პერიოდში მივიღეთ, დაკავშირებულია მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ეკონომიკური განვითარების პარალელურად. პირველი რიგის ამოცანა არის, რომ ბავშვების მიმართ იყოს ის ბენეფიტები, რაც კი ქვეყანას ეკონომიკურად შეუძლია მიიღოს.
აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრობლემა დარჩება. იმიტომ, რომ ბოლო ადამიანამდე ყველა სახელმწიფოს უჭირს მისვლა, მაგრამ ჩვენ პრიორიტეტად გვაქვს აღებული ახალგაზრდობა და ამას გავაგრძელებთ. სულ რო ბოროტი ძალა მოვიდეს, მგონია, რომ ბავშვების საკითხს არ გადადებს გვერდზე. ჩვენთვის რაღაცის დაბრალება ამ მიმართულებით მგონია, რომ პოლიტიკური მარაზმი შეიძლება იყოს“
კომენტარები