თოვლი დაბლობში არა, თუმცა ძლიერი წვიმა და ელჭექი 4-5 ნოემბერს საქართველოს ბევრ რეგიონში გველოდება. 6 ნოემბრიდან მაღალმთაში თოვლიც გვესტუმრება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +16, +21 გრადუსი იქნება.
6 ნოემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი. ჰაერის ტემპერატურა 4-5 გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 3-5 ნოემბერს +18, +20, ხოლო 6 ნოემბერს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარები