ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის გარემოცვიდან იყო პარლამენტში შესვლის შეთავაზება. ბრეგაძე “ფორმულასთან” ამბობს, რომ ამის სანაცვლოდ ქართულ მარშს პროტესტი უნდა შეეწყვიტა:
“შემიძლია ხატზე დავიფიცო, იყო შემოთავაზება, რომ ქართული მარში თუ გაჩერდებოდა, რამდენიმე ათას ხმას წაგვამატებდნენ და ბარიერს გადაგვალახინებდნენ. რაზეც კატეგორიული უარი განვაცხადეთ. შემოთავაზება იყო ირაკლი კობახიძის უახლოესი გარემოცვიდან. სულ რომ 10 კაცით შეგვიშვათ პარლამენტში, საჯაროდ ვდებ პირობას, რომ ამ მანდატებს დავხევეთ და სანაგვეში გადავყრით. ეს არ არის პარლამენტი”, – აღნიშნა ბრეგაძე.
ცნობისთვის, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ დღეს გააკეთა განცხადება და თქვა, რომ “ქვეყანა სანდრო ბრეგაძის და მიხეილ სააკაშვილის ასარევი არ არის”.
კობახიძემ ამ რეპლიკით უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა მართალი სანდრო ბრეგაძის განცხადება, რომ მას შესთავაზეს ბარიერის გადალახვა, თუკი ხმების ნაწილს დათმობდა.
კომენტარები