„შეჭირვებულ ოჯახში პრაქტიკულად არცერთი ბავშვი არ რჩება ფინანსური დახმარება რომ არ ჰქონდეს“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
„თქვენ თუ გადახედავთ ბიუჯეტს, სოციალურად შეჭირვებულ ოჯახში პრაქტიკულად არცერთი ბავშვი არ რჩება, რომელსაც ფინანსური დახმარება არ აქვს. ასევე კვების ვაუჩერი, რომელიც მნიშვნელოვანია. ამ ციფრებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით სხვაობას.
საქართველო ბავშვთა სოციალური დაცვის თემა საგანგებოდ უნდა იყოს განხილული. ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება და სპეციალური ბრიფინგიც შეიძლება ჰქონდეს ჯანდაცვის სამინისტროს“
კომენტარები