“ქართული ოცნება“ ცდილობს, დაფინანსების შეწყვეტის მუქარით, დააშინოს ოპოზიცია. ასეთი კანონის მიღება იქნება ხელისუფლების სრული უზურპაციის აღიარება, ამას ვერ გაბედავენ. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიცია ამ საპროტესტო აქციებით არის ხალხის დაკვეთის შემსრულებელი. ესაა ჩვენი ამომრჩევლის მოთხოვნა, რომ დავიცვათ მათი ხმები. სწორედ, ხალხის დაკვეთის შესრულებაში იღებენ დაფინანსებას პარტიები. ამ საპროტესტო აქციებს ჭირდება დაფინანსება. ოცნება ფიქრობს, თუ ამ დაფინანსების წყაროს წაგვაერთმევენ, ამით გაგვაჩერებენ. თვითონ ამ დროს, ბიუჯეტის ფულის გარდა 30-ჯერ მეტს იღებენ, ცალკე ივანიშვილისგან და ცალკე იმ ბიზნესმენებისაგან, რომლებსაც ტენდერებს აგებინებენ. თუ მაგალითად, გზის დაგება ერთ მილიონ ლარადაა შესაძლებელი, 2 მილიონს აძლევენ, აქედან წილს თვითონ იღებენ. ესეც არ ყოფნით, მაინც ვერ კმაყოფილდდებიან და ახლა უნდათ, ოპოზიციის ფულიც მიითვისონ. ეს თუ გააკეთეს, ეს იქნება ხელისუფლების სრული უზურპაციის აღიარება, მაგრამ ვერ გაბედავენ”
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე იმ პარტიებისთვის, რომელიც პარლამენტში არ შევა, დაფინანსების შეწყვეტას „ლოგიკურს“ უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებები შევიდეს.
კომენტარები