ბაღდადში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, ოპოზიციის მოწოდების მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობამ სხდომა მაინც გახსნა.
თუმცა დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების პროტესტის მიზეზიც სწორედ ეს გაახლდათ.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ, სხდომაზე მმართველი ხელისუფლება და პარლამენტის წევრები გააკრიტიკა.
მისი თქმით ამ ტრაგედიამ გამოშკარავა სწორედ ის პრობლემა რაზეც სახელმწიფორმ სწრაფი რეაგირება მოახდინოს და ან განმეორდეს კიდევ ერთი შემზარავი ფაქტი.
“ამ ოჯახს, სულ ცოტა ხნის წინ, ღია ეთერში უსმენდა მთელი ქვეყანა, ტვ პირველზე გაშუქდა ამ ოჯახის ყველა პრობლემაზე საუბარი. არ ვიცი რა შეიცვალა მერე, რას აკეთებდა სოციალური სამსახური, რომლის რეფორმის დაანონსება მოხდა პარლამენტში და ჩვენ ვნახეთ გათავისუფლებული სოციალური მუშაკები და ვერ ვნახეთ ამ ტრაგედიის დატრიალებდე რა ზომები გატარდა თავის ასარიდებლად?
არ ვიცი რატომ ჰქონდა იმ ოჯახს სოციალური დახმარება შეჩერებული?”

კომენტარები