„ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ რადიო “პალიტრის” ეთერში, გადაცემა „შუადღის სტუდიაში” განაცხადა, რითაც პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში, პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ძალა ფულია, რომელიც ცდილობს პარტიებს მინიმალური ფინანსური სახსრებიც კი წაართვას.
„მე მეცინება ეგეთ რაღაცებზე, მაგათი ტვინი ხომ ფულის იქით არ მიდის. ოღონდ გოგა ხაინდარავა გარეწარმა, თვითონ 4 მლნ რომ წაიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არ უნდა რომ დააბრუნოს?! ჯერ გოგა ხაინდრავამ დააბრუნოს 4 მლნ, რომელიც მოპარა ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილის თანხმობით და შემდეგ ილაპარაკონ სხვების დაფინანსებაზე.”
კომენტარები