„სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საარჩევნო კომისიას ასობით შეტანილ ოქმსა და საჩივარზე კანონიერი რეაგირება არ მოუხდენია. უფრო მეტიც, არ დააკმაყოფილა – 3 800 უბნიდან 200 000-მდე ხმა გაყალბებულია. როგორც ჩიხლაძე აცხადებს, კომისიები გადაიქცა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ „ხმების ქურდებისა“ და ჯიბის კომისებად. მისივე შეფასებით, 10 პროცენტი ხმების ქურდობა საქართველოში არცერთ ხელისუფლებას არ უკადრებია.
„გუშიდელმა დღემ, კიდევ ერთხელ, დაადასტურა, რომ ქვეყანაში ტოტალური გაყალბება გრძელდება. გუშინ, საარჩევნო კომისიამ ასობით შეტანილი არცერთი ოქმი და არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა. კომისიები გადაიქცა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ “ხმების ქურდებისა“ და მათი „ჯიბის კომისიებად“, მათი ბრძანებების შემსრულებლებად და ამას კიდევ დაემატა ადგილობრივი პოლიციელები, რომლებიც ჩვენს აქტივისტებს, მხარდამჭერებსა და იქ მისულ ადამიანებს აპატიმრებდნენ. გუშინ, ისანში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მძღოლი წიხლებით შედგა ჩვენი ერთ-ერთი ოპოზიციის აქტივისტზე და მძიმედ არის დაშავებული ახალგაზრდა ადამიანი. კარულესებითა და ზედმეტად ჩაყრილი ხმები, საერთო ხმების დისბალანსს ჰქმნის, 3 800 უბნიდან 200 000- ზე მეტზე ბალანსი ვერდგება. 200 000-მდე ხმა გაყალბებულია. ხმების 10 პროცენტი ქურდობა, ეს გაუგონარი ფაქტია, რაც საქათველოში არასდროს მომხდარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ყველანირი კანონიერი დალეგალური მეთოდით. მართალია, იმედი ნაკლებად გვაქვს ჟვანიასა და „ქართული ოცნების“ კომისიების, სასამართლოსი და უკვე აღარც პოლიციელების, და ვიცით, არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, მაგრამ ჩვენ ამ გზას მაინც გავივლით და კანონის ფარგლებში გავაგრძელებთ ყველა იმ საპროტესტო აქციას, ყველა იმ მსვლელობას, ყველა იმ ქუჩის აქციას, რომელიც ნეგატიურ გავლენას მოახდენს „ქართულ ოცნებასა“ და მათ მონგრეულ ხელისუფლებაზე. ტოტალურად არის გაყალბებული მონაცემები განსაკუთრებით, ეს არის ოპოზიციური, მათ შორის, „სტრატეგია აღმშენებლის“, ასევე სხვა პატიების ხარჯზე. შეტანილ საჩვრებზე არანაირი რეაგირება დღემდე არ არის და უფრო მეტიც, საარჩევნო კომისიის წევრები ძალადობენ ჩვენს წარმომადგენლებზე,“ -განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
კომენტარები