არჩევნები პანკისში ისევე გაყალბდა, როგორც დანარჩენ საქართველოში. ამის შესახებ სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მის უბანზე 544 ამომრჩეველი მოვიდა, ყუთში კი 600-ზე მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა. „პანკისის ხეობაში იმავე მეთოდებით გაყალბდა არჩევნები, როგორც დანარჩენ საქართველოში. ეს იყო სხვაგან ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, კარუსელები.
პანკისის ხეობაში 5 საარჩევნო უბანია, 2 უბანში მოიგო ოპოზიციამ, 3 უბანში კი გაყალბდა. 26-ე უბანზე, სადაც მე ვიყავი უმეტესი დრო, მოსული იყო 544 ამომრჩეველი და 600-ზე მეტი ბიულეტენი ამოვიდა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ კარუსელი დაატრიალეს. გატანილი ქონდათ ბიულეტენები. იქ სპეციფიური სიტუაციაა, ამიტომ თავი შევიკავე, რომ ამას დაპირისპირება არ მოყოლოდა. ეს არჩევნები არ იყო“, – აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
ის უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს და აცხადებს, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
„ამ შედეგების გადათვლას აზრი არ აქვს? არჩევნები აშკარად გაყალბდა. უნდა დაინიშნოს ხელახალი არჩევნები“, -აცხადებს მაჩალიკაშვილი. შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს
კომენტარები