• რეკლამა
  • კონტაქტი
06:18, კვირა, 18 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ადგილი ჰქონდა მტკიცებულებების ფალსიფიკაციას – ამიტომ, დეპარტამენტის შემადგენლობა უნდა გაიზარდოს”

ალია ავტორი - ალია
14:46 02-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომელიც კვლავ გენერალური პროკურორობისთვის იბრძვის, ახალი ინიციატივით გამოვიდა, კერძოდ, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შემადგენლობის გაზრდის ინიციატივით:

„ჩემი კონკურენტებისგან გასაუბრებისას მოვისმინე ამ დეპარტამენტის კრიტიკა, რომ ეს დეპარტამენტი არ არის საკმარისად ეფექტიანი. ამ დეპარტამენტის რესურსი იყო თავიდანვე საკმაოდ შეზღუდული. დაკომპლექტებული იყო უფროსის, მოადგილის, 4 პროკურორისა და 10 გამომძიებლის შემადგენლობით და ისინი მაქსიმალურს აკეთებდნენ ყოველთვის.

ზოგადად ეს პროცესი არ არის მარტივი, ამ სირთულეებს განაპირობებს მთელი რიგი გარემოებები, მაგალითად, შესაძლო დანაშაულის ჩადენიდან გასული დიდი დრო და აღნიშნულ საქმეებზე გამოძიებები თავის დროზე განზრახ იყო წაყვანილი არასწორი მიმართულებით, ადგილი ჰქონდა მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ფაქტების დამახინჯებას. შესაბამისად, სამართლებრივი პროცესი, რასაც ეს დეპარტამენტი უძღვება კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და ინტენსიური გახდეს.

სამართლიანობის აღდგენის პროცესი დღესაც ძალზედ აქტუალური საკითხია ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ მიმართულებით საქართველოს მთავარი პროკურატურას დიდი სამუშაო აქვს გაწეული. სისხლის სამართლის დევნა დაწყებულია ბევრი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულებებზე. ბევრზე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი, ბევრზე გრძელდება სასამართლო განხილვები. ასევე მოხდა უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნება და განაჩენების გადასინჯვა ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, რომელიც ელოდება სამართლიანობის აღდგენას და მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რათა ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. ეს არისს პროკურატურის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულება. შეიძლება ეს იყოს გრძელი გზა, თუმცა, მე სხვა გზას ვერ ვხედავ.

შესაბამისად, მე ვფიქრობ, ამ დეპარტამენტის საკადრო შემადგენლობა უნდა გაიზარდოს, რათა პროკურატურას მიეცეს შესაძლებლობა კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელოს ეს პროცესი. ასევე გამოსავალი არის საპროცესო კოდექსში გარკვეული ცვლილებების შეტანა, რომელიც დააჩქარებს მსგავსი საქმეების განხილვას.

ვფიქრობ, პროკურატურას უნდა მიეცეს სისხლის სამართლის საქმეების მსგავსად ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობა ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო, ვინაიდან მრავლად გვხვდება ძველი საქმეები, სადაც სისხლის სამართლის პროცედურების პარალელურად ადმინისტრაციული წესით ჩამორთმეულია ქონებები, სადაც ასევე ბევრ ადამიანი გამოხატავს უკმაყოფილებას გადაწყვეტილების კანონიერებასთან და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. ასევე, ვფიქრობ, ამ პროცესს დააჩქარებდა მოსამართლეთა სპეციალიზაცია.

გენერალურ პროკურორად არჩევის შემთხვევაში ასევე ვაპირებ ფართო ჩართულობით ამ საკითხზე დისკუსიის გამართვას სახელმწიფო უწყებების, დარგის სპეციალისტების და აკადემიური, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, რათა ყველამ ვიმსჯელოთ სამართლიანობის აღდგენის პროცესის მაქსიმალურად დაჩქარების გზებზე“

შეგახსენებთ, დღეს საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ყოფილ მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უსმენენ. ცნობისთვის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა. შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 2015 წლის 27 ნოემბერს დაინიშნა, ხოლო ხორავას ქუჩის გახმაურებული საქმის გამო, 2018 წლის 31 მაისს თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიმართება

14:59 05-16-2025
ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი
ახალი ამბები

ZEG ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი

14:43 05-16-2025
წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია გჯეროდეს თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

11:32 05-16-2025
როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება
ახალი ამბები

როგორი იქნება ეკოსისტემა, რომელიც „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ცხოველების პოპულაციის გამრავლებისთვის იქმნება

17:21 05-15-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved