მთავრობის მიერ შექმნილი პორტალი stopcov.ge აქვეყნებს რეკომენდაციებს, რომელიც COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების ბინაზე მართვის დროს უნდა გავითვალისწინოთ.
- არ წახვიდეთ სამსახურში, სკოლაში, მაღაზიასა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;
- არ ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით;
- დროის უდიდესი ნაწილი გაატარეთ იზოლირებულად, ოჯახის წევრისგან უშუალო კონტაქტის გარეშე;
- თუ ოჯახის წევრებთან კონტაქტი გარდაუვალია, ოჯახის ყველა წევრმა უნდა გამოიყენოს ნიღაბი;
- ოჯახის წევრებმა არ უნდა გამოიყენონ საერთო სარგებლობის ნივთები, ჭურჭელი, პირსახოცი, თეთრეული, ტელეფონი და ასე შემდეგ;
- ხშირად გაანიავეთ ოთახი ფანჯრის გაღებით;
- ხშირად და საგულდაგულოდ გაწმინდეთ ისეთი ზედაპირები, რომელზეც ხშირად გიწევთ შეხება. ასევე სველი წერტილები. მაგ: მაგიდის ზედაპირები, კარის სახელურები, მობილური ტელეფონი;
- აუცილებელია ბევრი სითხის მიღება
- კოვიდინფიცირებულმა ბინაზე მკურნალობის დროს არ უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი ან სხვა პრეპარატი, ექიმის დანიშნულების გარეშე.
- ხველის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, კოვიდინფიცირებულები მოერიდეთ ზურგზე წოლას;
- სასურველია, კოვიდინფიცირებული საკუთარ სიმპტომებს ყურადღებით დააკვირდეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობლად ან სწრაფად გაუარესების, ასევე სუნთქვის გაძნელების, ქოშინის, სახის ან ტუჩის მიდამოს ციანოზის და სხვა შემთხვევაში, უნდა დაუკავშირდეს ოჯახის ექიმს ან 112-ს. ამასთან, სასურელია კოვიდინფიცირებულმა ოპერატორი გააფრთხილოს, რომ მას აქვს კოვიდ-19 დადასტურებული
კომენტარები