მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, (სხდომას იზოლაციაში მყოფი პრემიერი ხელმძღვანელობს ისევ) ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი მოუწოდებს 70 წელს გადაცილებულ თანამოქალაქეებს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ თავს და შეძლებისდაგვარად სახლში დარჩნენ.
„საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ჩვენი ეკონომიკის სისტემა ფუნქციონირებდეს ნორმალურად, ამას, სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამიტომ, ჩვენ გავააქტიურებთ ყველა ამ დადგენილი წესის შესრულების კონტროლს, აღსრულების კონტროლს და, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ბუნებრივია, იძულებული ვიქნებით, გამოვიყენოთ შესაბამისი საჯარიმო სანქციები.
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად აუცილებელია მობილობის დაგდება. ჩვენ ეს ვისწავლეთ, ასევე ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც არის უშუალოდ მიმართული იმისკენ, რომ მოხდეს მობილობის შემცირება, შესაბამისად, ვირუსის გავრცელების შენელება“
შეგახსენებთ, არაერთ მოხუცთა თავშესაფარში გავრცელდა კორონავირუსი, დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთ ფაქტზე, კერძოდ, ქუთაისის ხანდაზმულთ სახლში კორონავირუსის შემთხვევებია. უცნაურია, რომ მთავრობა ვერ ახერხებს მიხედოს ხანდამულთა სახლებს, მაგრამ ახერხებს, ოჯახში მყოფ ხანდაზმულებს ურჩიოს სახლიდან არ გავიდნენ, მაშინ როცა მათთვის მოძრაობა და სუფთა ჰაერი აუცილებელია.
კომენტარები