მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე, სოციალურ ქსელში, საქართველოში, 2008 წლის არჩევნებს იხსენებს და წერს:
„ეს სურათი მიყვარს ძალიან. ამ დიდ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემდი და სულ დიდი ადგილი ექნება ჩემს გულში.
მქონდა ბედნიერება ბატონ ოთართან ახლო ურთიერთობის. ეს ურთიერთობა სამწუხაროდ საპროტესტო მიტინგების დროს ჩამოგვიყალიბდა.
ეს არის 2008 წლის მიტინგების დრო, როცა საქართველოში ტოტალურად გაგვიყალბეს საპარლამენტო არჩევნები “გაერთიანებულ ოპოზიციას” დაშინებით, იარაღით, კომისიის წევრების დაშინებით, ოჯახის წევრების დაჭერით!
მაშინ ერთმა მაღალჩინოსანმა პირად საუბარში მითხრა – შენ მოიგე არჩევნები ბორჯომში, მაგრამ “ძალა აღმართს ხნავსო” (გაიცინა) თან მომილოცა.
მოიხსენიოს უფალმა დიდი ადამიანის ბატონი ოთარის სული. ამინ“
კომენტარები