იაგო ხვიჩიას აზრით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი რთული და გრძელვადიანი პროცესია და ის არჩევნების შედეგების იმგვარად ჩასწორებით უნდა დაიწყოს, რომ მეორე ტურში წყდებოდეს, ვინ დარჩება და ვინ წავა ხელისუფლებიდან:
„ამიტომ ყველას ვთავაზობთ გამოსავალს, ისე ჩავასწოროთ ახლა შედეგები, რომ მეორე ტურს ჰქონდეს აზრი, ქვეყანაში ვინ რჩება და ვინ არა მთავრობაში, წყდებოდეს არჩევნების მეორე ტურზე, ამით ჩვენ პირველი ტურის რაღაცნაირ რეაბილიტაციას განვახორციელებთ, მაგრამ არა სრულს. ამის შემდეგ, როცა ეს პარლამენტი ასეთი ფორმით შეიკრიბება, მთავარი, რაზეც უნდა იზრუნოს ამ პარლამენტმა, არის ის, რომ ჩაატაროს რიგგარეშე, ვადამდელი არჩევნები, ამ არჩევნების ლეგიტიმაციის მიღება შეუძლებელია. ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რა მიჰქარა, ჩვენ შევთავაზეთ გამოსავალი, რომელიც ყველა მხარეს სახის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. თუ მეორე ტურს ჩავატარებთ წესიერად, „ქართული ოცნების“ უპირატესობა ვერ იქნება ისეთი, რომ მან ერთპიროვნული მმართველობა მიიღოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
კომენტარები