,,2+2=41- ეს არის ფორმულა, რომლითაც ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს”- ამ ლოზუნგით “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრის წევრებმა აქცია-პერფომანსი თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ გამართეს.
მათი თქმით, ოქმებში არსებულ დისბალანსს სასამართლოც ამ ფორმულით “გააპრავებს”.
“დაუბალანსებელ ოქმებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლოში პროცესი და ამასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომის პარალელურად გავმართეთ აქცია- პერფომანსი. ეს არის ფორმულა რომლითაც სამწუხაროდ ხელმძღვანელობს “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული ცენტრალური საარჩევნო კომისია და ეს არის ის ფორმულა, რომლითაც სასამართლოს გზით “გააპრავებენ”დისბალანსს არსებულ ოქმებში”
კომენტარები