პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც კობახიძემ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი გამოკითხვა არჩევნების წინ, ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდა.
,,გამოკითხვა უკავშირდებოდა ჩემ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების სამზადისთან დაკავშირებით, მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დავასახელე წყარო. წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს შედგა გამოკითხვა”
კომენტარები