მწერალი, ლუკა ბაქანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დიდი ხნის უნახავ მეგობარს გადავეფსკვენი ქუჩაში – მეთქი რავა ხარ სოტერ. რავი, კოვიდ ტესტის პასუხს ველი და ვარო ეგრე.
მეთქი აბა რაღას მეფსკვნები ბიჭო, გინდა გადამდო და სათევზაოდ ვეღარ ვიარო, შე კობახიძე ? პირველი შენ გადამეფსკვენი და გადმოფსკვნა გამიტყდაო – მომიგო მან, – კობახიძე კიდე შენკენ მოიკითხეო.
კობახიძე ჩემსკენ არავინაა და სიტყვები შეარჩიე, შე მართლა კობახიძე-მეთქი, – დავუღრიალე პასუხად და ქუდი ძირს დავანარცხე.
ამასობაში იქვე, დედასთან ერთად მოსეირნე შვილი დედას ეკითხება – კობახიძე რა არიო, დედი. დედამ შეჰკივლა – საიდან გაიგე ეგ სიტყვავო ? კიდე გაიმეორებ და ენას მოგაჭრი ძირშივო. აგე ის ბიძიები ეუნებიან ერთმანეთსავო, – თავი იმართლა შეშინებულმა ბავშვმა. დედამისმა ამრეზით გამოგვხედა – მაგ ბიძიები @ლეები არიან შვილო, მაგათ ნუ უსმენ და უზრდელურ სიტყვებს თუ კიდე იტყვი, შენ მოგი@@ნავ დედის ტრაკსაო.
მოკლედ, გავერიდე იქაურობას და აგერ სადეზინფექციო ხსნარს ვწრუპავ შეშინებული.”
კომენტარები