ცესკო-სთან ოპოზიციის წევრებისა და მათი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. ისმის საყვირების ხმა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც. აქციის მონაწილეებსა და ცესკოს შენობას შორის რკინის ჯებირია აღმართული.
პროტესტმა თამარ ჟვანიას წინააღმდეგ, ჟვანიას უწყებასთან საოლქო კომისიებიდან გადაინაცვლა.

უკვე მეორე ღამეა ოპოზიცია დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, საოლქოებთან აპროტესტებს იმ შედეგების დაკანონებას, რომელიც ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაწერა. ხელისუფლების ოპონენტები მასობრივ გაყალბებაზე საუბრობენ, თუმცა ცეკსოც და ხელისუფლებაც ამ ბრალდებებს უარყოფს.
დემონსტრანტების პროტესტი მიზეზია ისიც, რომ საოლქო კომისიებში პოლიცია არ უშვებს დეპუტატებსა და დეპუტატობის კანდიდატებს, ასევე ცესკო-ს მიერ აკრედიტებულ პირებს, მუხედავად იმისა, რომ მათ ადმინისტრაციულ შენობებში შესვლის სრული უფლება აქვთ.
კომენტარები