ირაკლი კობახიძეს დიმიტრი შაშკინიც პასუხობს, რომელიც ერთ ერთია “გადატრიალების საქმეში” დასახელებული პირებიდან:
ღარიბაშვილი იყო შს მინისტრი და ეძებდა ჩეჩნების ბანაკებს, მეორე მინისტრი საბურავებს. სიები, რომელიც კობახიძემ გადასცა სუს-ს, არის ტაქსისტთა ასოციაციის წევრების სიები, რომელმაც გამოუცხადა ენმ-ს მხარდაჭერა. თუ დამკვირვებელი საქართველოში არის კრიმინალი, მაშინ კობახიძემ კონსტიტუცია უნდა შეცვალოს. როგორც ჩანს, არა მარტო ბოროტი კლოუნია, იურისპუდენციის აზრზეც არ არის – ამბობს დიმა შაშკინი.
ირაკლი კობახიძე დღეს სუს-ში იყო დაბარებული და იმ სიის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ქვეყანაში “გადატრიალებას” გეგმავდა.
კობახიძე ამბობს, რომ ამ გეგმის ლიდერები მიხეილ სააკაშვილი, დევი ჭანკოტაძე და დიმიტრი შაშკინი არიან.
კომენტარები