შალვა ნათელაშვილმა ბაღდათში მომხდარ ტრაგედიის გამო მთელ საქართველოს მიუსამძიმრა დაა ქვეყანაში არსებულ მძიმე ყოფაზე პასუხი ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მოსთხოვა. მან, ასევე მკაცრად გააკრიტიკა პარლამენტის წევრის რევაზ არველაძის განცხადება, რომ საქართველოში თურმე ბავშვები არ შიმშილობენ.
შალვა ნათელაშვილი:
_ მთელი ქვეყანა საშინელი ტრაგედიის მოწმე გახდა. ბაღდათში ამოიბუგა ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი, ფეხმძიმე დედა, ბებია და ეს არის ამ რეჟიმის, ამ ხელისუფლების უსულობის, უგულობის, მომხვეჭველობის, არადამიანურობის შედეგი. ეს საშინელი პრეცედენტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საშიშია ჩვენი ხალხის სოცოცხლის და ფიზიკური არსებობისთვის ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ადამიანები არაფრად მიაჩნია, გარდა საკუთარი მიზნის მიღწევის საშულების. როგორც კი შეიცვლება ეს ხელისუფლება რამდენიმე თვეში, უპირველესად, მოხდება საბინაო ფონდი შექმნა, რათა არცერთი უსახლკარო, განსაკუთერებით მრავალშვილიანი არ იყო ღია ცის ქვეშ, ან არ ამოიწვას ავარიულ შენობაში და დაწესდება საჯაროს სკოლებში უფასო საბიუჯეტიო კვება, ყველა ბავშვზე. საწრაფოდ უნდა დავიწყოთ ჩვენი ხალხის გადარჩენა და გადარჩენა ამ რეჟიმის შეცვლით უნდა დავიწყოთ.
აღშფოთებულია მთელი ქვეყანა, იმავდროულად, გულქვა ხელისუფლების რეაქციით, ამ საშინელ ტრაგედიაზე. დეპუტატმა, კიტოვან- მხედრიონის ენერგეტიკის მინისტრმა, ამჯერად “გაბიძინისტებულმა” არველაძემ გულქვად განაცხადა, რომ საქართველოში არ შიმშილობს არცერთი ბავშვი და რომ ეს არის ოპოზიციის მოგონილი ტყუილი. ასეთ ადამიანს ჰქვია უზნეო, ხარბი ძაღლი და ის არ უნდა მოხვდეს ხელისუფლებაში. ასეთი ხლხით არის სავსე ხელისუფლება და როცა ეს ხალხი წავა მერე აღარა დაგვეწვებიან შვილები, მერე აღარ გავექცევა მომავალი თაობა ქვეყნიდან და მერე იქნება ამომავალი მზე ჩვენი მომავლისათვის. მანამდე, სანამ ესენი ხრავენ ჩვენ ბიუჯეტს, ეს ტრაგედიები გაგრძელდება.
მთელი საახალწლო დღესასწაულები მე და ჩემი პარტია დავდიოდით უსახლკაროებთან, ასეთები უამრავია და ამ ძუნწმა მომხვეჭველმა ოლიგარქმა ისიც არ ქნა, რომ საბინაო ფონდი შეექმნა. ისიც არ ქნა ამ ყაჩაღმა, ავტოგოლების სპეციალისტმა კალაძე რომ კორპუსის ასაშენებლად გაცემული ნებართვის სანაცვლოდ, რომელიც მათი ბიზნესია და და იქ ბინებს ირანელები და არაბები ყიდულობენ, ერთი სართული მოითხოვოს საბინაო ფონდისთვის, რათა შეუშვან იქ უსახლ-კაროები არა საკუთრების უფლებით, არამედ სანამ ბინას შეიძენენ რომ იქ დაზარდონ ბავშვები. საბინაო ფონდები მოქმედებს ყველა ნორმალური ქვეყანაში. რამდენი ხანია ვაყენებთ საკითხს რომ ბავშვებზე უფასო კვება დაწესდეს, როგორც ეს ხდება ამერიკაში, საფრანგეთში, რუსეთში, ბრიტანეთში. რა უნდა ისწავლოს მშიერმა ბავშვმა?
იმისთვის რომ აღარ განმეორდეს ბაღდათის ტრაგედიები, აღარ მოიკლან ბავშებმა შიმშილის გამო თავი, არა დაიღუპონ ჯართის შეგროვებისას, პოლიტიკურად უნდა დავმარხოთ ივანიშვილი და მისი რეჟიმი, რომელსაც ჩვენი შვილები ფეხებზე ჰკიდიათ და ამისთვის მთელი საქართველო უნდა დავირაზმოთ.
დიდი სამძიმარი დაღუპულთა ახლობელებს და სრულიად საქართველოს. ეს მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა”
კომენტარები