ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი, “ნიუ პოსტთან” საუბრისას კობახიძის იმ ბრალდებებს პასუხობს, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ენმ სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება.
“საზოგადოება უკვე მიჩვეულია იმას, რომ “ქართული ოცნება” სახალხო მღელვარებას და პროტესტს ხედავს. ასე იყო, როდესაც საბურავების რევოლუციას აბრალდებდნენ ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც 2016 წელს სახლემწიფო გადატრიალებაზე აღძრეს საქმე.
ახლაც “ქართული ოცნება” შეშინებულია, რადგან ხედავენ, რომ ხალხის მღელვარებამ პიკს მიაღწია და ისინი დათმობას არ აპირებენ.
ყველამ კარგად იცის, რომ იარაღს, არჩევნების დღეს ოცნების აქტივისტები და მათი კრიმინალური ჯგუფები იყენებდნენ. ამიტომ, უმჯობესია სამართალდამცავები ამ ფაქტებითა და ასევე გაყალბების ფაქტებით დაინტერესდნენ”
კომენტარები