2019 წლის 15 იანვარს პენიტენციარულ სამსახურში ე.წ. “რეორგანიზაცია” დაიწყო და 22 თებერვალს 190 ადამიანის გათავისუფლებით დასრულდა, თუმცა პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო. ამის შესახებ „ალია“ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა:
თეა წულუკიანმა რეორგანიზაციის ბრძანება გასცა. ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც გააათავისუფლეს, წერილობით შეატყობინეს, ახალი წლის დღეებში ასეთი სულ 190 წერილი დაიწერა.
„არ გვჭირდებოდა ამდენი თანამშრომელი“ – განაცხადეს წულუკიანის უწყებაში.
„ალიას“ წყაროს ინფორმაციით, კი, სამსახურიდან გათავისუფლებული ის 190 ადამიანი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. ისინი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ.
«გათავისუფლებული თანამშრომლების 99 პროცენტი «ოცნების» მხარდამჭერია.არც დაუმალავთ, ღიად გვეუბნებოდნენ. გასაუბრება ჩატარდა და პირველი კითხვა იყო: ვინ მოგიყვანა, ვის დროს ხარ მოსული? სიამაყით პასუხობდნენ 2012 წელს მერე დასაქმებულები, რომ «ქართული ოცნების» მხარდამჭერები არიან და ეს გამოდგა საბედისწერო შეცდომა ზუსტად.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ თანამშრომელმა წარმატებით გაიარა სამ ეტაპად ჩატარებული ტესტირება, მაინც ისინი გაათავისუფლეს და დატოვეს ქარდავას, ჭაკუას, კალმახელიძის მოყვანილი კადრები.
სამსახურიდან გაუშვეს გოგო, რომელსაც მცირეწლოვანი, ავადმყოფი შვილი ჰყავს. მიუხედავად არა ერთი თხოვნისა, არ შეიბრალეს. ამ გოგონას ერთადერთი დანაშაულიც ისაა, რომ «ქართული ოცნების» მხარდამჭერია, თუ იყო, აღარ ვიცი უკვე.
გაათავისუფლეს სიმსივნით დაავადებული ადამიანი, რომელიც მიუხედავად ავადმყოფობისა, ძალიან პროდუქტიული თანამშრომელია.
გასაუბრება ტარდებოდა მინისტრ წულუკიანის უშუალო ხელმძღვანელობით. ძალიან ჰგავდა დაკითხვას. ამ ე.წ. დაკითხვას უშუალოდ აწარმოებდა ნიკოლოზ აზნაურაშვილი არაადეკვატური მანერებით, შეუფერებელი ლექსიკით, თავი კრიმინალები გვეგონა.
ყველამ ვიცით, რომ ნიკოლოზ აზნაურაშვილი ადეიშვილის გენინსპექციის უფროსის მოადგილე იყო და მისგან გასაკვირი სულაც არ არის, რომ «ოცნების» მომხრეებს ვერ იტანდეს, მაგრამ წულუკიანი ხომ ყოველ განცხადებაში ნაცების ლანძღვებით გადის ფონს, ყოველ კითხვას ნაცების ლანძღვით არიდებს თავს და «ოცნების» მომხრეები ასე უსამართლოდ როგორ და რატომ გაათავისუფლა სამსახურიდან? ასე ღიად, ასე დამამცირებლად დაითხოვეს «ოცნების» მომხრეები და დაიტოვეს ნაცები, რომლებიც ისედაც უმრავლესობაში იყვნენ», – ყვება „ალიას“ რესპონდენტი.
დღეს წულუკიანმა განაცხადა, რომ ვანო ბურდული, რომელმაც ცესკო დემონტრაციულად დატოვა ჩანერგილია და “შაშკინს უბრუნდება” – “ალიას” არაფერი დავიწყნია, მათ შორის, არც ის, რომ წულუკიანმა თავად გაყარა სამსახურიდან “ოცნების” მომხრეები, შესაბამისად, ახლა ჩანერგილებზე საუბარი, მინიმუმ სასაცილოა, იქნებ, უწყება დაგვისახელოს, სადაც “ოცნების” მომხრეები მუშაობენ?
ეს არ იყო ერთადერთი წერილი, უამრავი წერილი დაიბეჭდა “ალიაში” წულუკიანის ყოფილი თანამშრომლების, ისინი აცხადებდნენ, რომ “ქართული ოცნების” მომხრეები იყვნენ 2012 წელს, არც ერთ წერილზე წულუკიანის უწყებას არ უპასუხნია, მეტიც, მისი პიარსამსახურის თანამშრომელი გაგვებუტა და მას შემდეგ “გვემდურის”.
არც ის დაგვვიწყებია, წულუკიანის ფავორიტი ვანო რომ გახლდათ ზარდიაშვილი, ის ვანო ზარდიაშვილი, რომელიც გირგვლიანის საქმის გამოძიების დროს მთავარი პროკურორის მრჩეველი იყო.
ასე რომ ქალბატონო თეა, ახლა კი არ მიდიხართ შაშკინთან, დიდი ხანია შაშკინთან ბრძანდებით, მოჩვენებითი ბრაზი არ გიხდებათ.
კომენტარები