ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, სადაც აქცია მიმდინარეობდა, გაისროლეს.
მედიის ინფორმაციით, ნაპოვნია 6 მასრა. მასრების არსებობა ადგილზე, თავისთავად მიუთითებს იმას, რომ სავარაუდოდ ისროდნენ პისტოლეტიდან და არა რევოლვერიდან
მედიაში გავრცელდა მასრების ფოტოები, “ალიას” დასკვნით:
ცალსახად გასროლა მოხდა პისტოლეტის ტიპის იარაღიდან, მასრები კი არის ფუჭი.
ტყვიები, რომელიც საკმაოდ იაფი ღირს და ნებისმიერ სამონადირეო პროფილის მაღაზიაში შეგიძლიათ მისი ყიდვა, ამ ფუჭი ტყვიების სროლა შეგიძლიათ, როგორც სხვა ნებისმიერი 9 მილიმეტრიანიკალიბრის იარაღიდან, ასევე ე.წ. “სტარტოვკიდან”, რომელიც მხოლოდ ფუჭ ტყვიებს ისვრის და რომლის ყიდვაც ასევე უპრობლემოდ შეიძლება და არც გაფორმება ჭირდება, რადაგანაც მას მხოლოდ ხმის ეფექტი აქვს. თუ გასროლა მოხდა “სტარტოვკიდან” ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარებას აზრი არ ექნება და ვერ დაადგენენ იარაღის წარმომავლობას.
“ალიამ” გადაამოწმა, რამდენად თავისუფლად შეიძლება ე.წ. “სტარტოვკის” და ფუჭი ტყვიების შეძენა, ფუჭი ტყვიების ყიდვა 70-80 თეთრად,ხოლო “სტარტოვკის” ფასი კი 180 ლარიდან იწყება და მისი ყიდვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
იგი ინტერნეტ სივრცეშიც თავისუფლად იყიდება:
რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს – ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია რომ არ ყოფილიყო და ისე მომხდარიყო გასროლა, ალბათ, იგი უკვე შეფასდებოდა ივანიშვილზე თავდასხმის მცდელობად და მსროლელი უკვე დაკავებული იქნებოდა, იმდენი კამერაა განთავსებული იმ ადგილებში.
შეფასდება თუ არა დღევანდელი ფაქტი, ხალხზე თავდასხმის მცდელობად – ვნახოთ, რამდენად სწრაფი იქნება პოლიციის რეაგირება – ეგეც საინტერესოა.
შესაშინებლად ისროლეს? – გამწარებულ ხალხს “ხალასტოით” როგორ აშინებ, როცა ტრამვული ტყვიებით დათხარე ერთი წლის წინ ზაფხულში თვალები მომიტინგეებს და მაინც გამოდის ხალხი ქუჩაში?!
და ბოლოს, “ალია” შეგახსენებთ, ასე ხდება, ადამიანების დაშინება იმ ქვეყნებში, სადაც იარაღის ტარების უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს, თორემ, ამერიკაში, არავინ ეცდება შენ შეშინებას ფუჭი ტყვიებით, რადგან შეიძლება, ვიღაცას ნამდვილი ეგონოს, ამოიღოს იარაღი, რომლის ტარების უფლებაც აშშ-ს კონსტიტუციის მეორე ჩასწორების მიხედვით ყველა ნორმალურ მოქალაქეს აქვს და ტყვია დაგიბრუნოს.
კომენტარები