იურისტი, გენ. ინსპექციის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, ვარლამ ხათრიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“ქაოსი, რაც ქვეყანაში ხდება მასზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. რადგანაც სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთვის დამღუპველი სიჯიუტით და არათანმიმდევრული, უპასუხისმგებლო, უვიცი ნაბიჯებით შექმნეს ეს გარემო…
საზოგადოებისადმი მოწოდებამ ჩვენ თუ არ აგვირჩევთ “აბა ნაცები გინდათ”-ო მესამედ ხელისუფლების მიმთვისებელი ქართული ოცნება კომპარტიას დაამსგავსა…
ესეც გასაოცარი დემოკრატია…
ეხლა კი გვარწმუნებენ მმართველი მთავრობის ხელძღვანელი ვითომ კოვიდს ებრძვისო.
სინამდვილეში კი რა მოხდა? გახარიამ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე აიღო თავის თავზე, რომ ის უეჭველად შეძლებდა საარჩევნო გარემოს მართვას და პირველივე ტურში ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებდა…
მან პირობა ვერ შეასრულა, რის გამოც სატელეფონო ზარით (და არა პირადად) არც ისე მარტივად მოსასმენი “საყვედური” მიიღო. საყვედური კი იუკადრისა. ივანიშვილმა ის საზეიმო სცენაზე აღარ გამოიყვანა. მერე კი მისი არ გამოჩენა კოვიდით “გაპრავდა”…
გახარიას ოცნება (ამბიცია) — პირობის სანაცვლოდ პრემიერობა შეენარჩუნებინა და ძალოვანი სტრუქტურის პირველი პირები თავისი კადრებით დაეკომპლექტებინა (ამით სრულად მიეტაცებინა ძალაუფლება) შეუსრულებელი რჩება…
ეხლა კი კობახიძე-მდინარაძის კომენტარების იმედადაა დარჩენილი ხელისუფლება. მათი ავტორიტეტი კი განულებულია მათთვისაც კი ვინც ქართულ ოცნებას მისცა ხმა…
ხელისუფლებას მოუწევს დათმოს პოზიციები. რა ფორმით მოხდება ეს ამას დიდი მნიშვნელიბა აღარ აქვს…”
კომენტარები