ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„წარმოვიდგინოთ ასეთი სცენარი: ყველა შედის პარლამენტში.ოპოზიცია ქმნის საგამოძიებო კომისიას არჩევნებზე არსებულ დარღვევებზე. იწყება დიდი, პროცესი. დაიკითხება ჟვანიადან დაწყებული, ყველა საოლქო კომისიის თავმჯდომარე თუ წევრი. სუსის და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი პირები. მოხდება სისხლის სამართლებრივი დევნის ინიცირება სრულიად აშკარა გაყალბების (მათ შორის ხელმოწერების) საქმეებზე. საბოლოო დასკვით, ობიექტური არგუმენტებით, დოკუმენტალურად დადასტურდება რეალური სურათი, რომლის საფუძველზეც შეიძლება დამტკიცდეს, რომ გაყალბების მასშტაბებმა “არსებითად” შეცვალა შედეგები.ამის შემდეგ გამოცხადდეს ქართული ოცნება უზურპატორად და დატოვონ პარლამენტი. იმ მომენტისთვის ოცნებას ისედაც წყალი ექნება შემდგარი პანდემიის მართვასთან და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით.ამ პროცესის შედეგად, არსებობს მაღალი ვარაუდი, რომ უმრავლესობიდან ბევრი ადამიანი შეიძლება უბრალოდ გაექცეს პასუხისმგებლობას და გადაბარგდეს ოპოზიციაში. ანუ, ან პარლამენტშივე მოხდება ძალთა ობიექტური გადანაწილება და თუ არა, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ხელისუფლების არალეგიტიმურობის გამო, შესაბამისი გადავადებული კრიზისული განვითარებით. უცხოელებისთვისაც უფრო გასაგები იქნება, რას და რის საფუძველზე ვითხოვთ…“
კომენტარები