საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მინიმუმ 2016 წლის არჩევნების შედეგი უნდა განიხილოს.
“არსებული მოცემულობა გვაძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებშიც. 2016 წელს ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მოგვცა ხმა და მინიმუმ იგივე შედეგი უნდა გავიმეოროთ ამ არჩევნებშიც. ეს არის ჩვენი ამოცანა.
ბუნებრივია, რომ გუნდის განახლება არის მუდმივი პრიორიტეტი და ყოველ არჩევნებზე უნდა განახლდეს გუნდი. ამას აკეთებს ყველა პარტია, რომელიც ფიქრობს საკუთარ პროგრესზე. თქვენ გახსოვთ, რომ 2016 წელსაც გვქონდა არსებითი განახლება, ოპოზიციისგან განსხვავებით და ეს იყო ჩვენი წარმატების ერთ-ერთი საფუძველი”
კომენტარები