“ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გენერალური პროკურატურის კანდიდატის ირაკლი შოთაძის განცახდებას გამოეხმაურა:
“მთელი ამ სამი საათის განმავლობაში შოთაძე ძალიან ღელავდა. თავდაპირველად მას წამოცდა ის, რაც არ უნდა ეთქვა. შემდეგ უბრალოდ სიტყვები უკან ვერ წაიღო და შეეცადა კუთხეები დაემრგვალებინა. საბოლოო ჯამაში, შოთაძემ კარგი, მსუყე აღიარებითი ჩვენება მისცა საზოგადოებას. გადაჭარბების გარეშე, ამ აღიარებით დადასტურდა არაფორმალური მმართველობა ამ ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირის მიერ.
ერთია ოპოზიცია რაზე საუბრობს, მეორე საერთაშორისო საზოგადოება რაზე საუბრობს, მათი ნათქვამი რა თქმა უნდა ყურადსაღებია, მაგრამ სულ სხაა, როცა არაფორმალური მმართველობის მთავარი ფიგურანტი იძლევა აღიარებით ჩვენებას.
ვულოცავ “ქართულ ოცნებას”, რეალურად მათ დღეს ჩვენება მისცეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მომდევნო ხელისუფლება აუცილებლად გამოიყენებს”
კომენტარები