პედაგოგი როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დაანებეთ იმ საცოდავების დამუნათებას, რატო აჩენენ ამდენსო… უბრალოდ, მე მაინც სახელმწიფოს ვადანაშაულებ! როცა სოც. შემწეობას უნიშნავენ ოჯახს და ოჯახში ბავშვები არიან, იქ მუდმივად უნდა იყოს მონიტორინგი, არ იჩაგრებოდეს ბავშვი! როცა ათი წელი სოცი აქვს ოჯახს, ეს უკვე ინდიკატორია, რომ ოჯახი ან სოციალურ სიზარმაცეშია ჩაფლული, ან გონებრივი პრობლემაა! ორივე შემთხვევაში ბავშვია ცოდვა და უნდა განარიდონ სოციალური მინდობის აღზრდით! უკვე წამოვიდა სოციალური სიზარმაცის პირობებში გაზრდილი დემოტივირებული თაობა და ეს ერისთვის მომაკვდინებელია! არ დამიწყოთ ახლა, გული არ გაქვს, მშობელს ბავშვი როგორ უნდა ააგლიჯოო! ზუსტად, უნდა განარიდო, თუ არ გვინდა სავალალო და ტრაგიკული შედეგები! სოციალური პოლიტიკა გადასახედია! მოხსენით სოცშემწეობები! ვისაც პენსია ეკუთვნის, დაენიშნოს, ვისაც არა, იმათთვის როდემდე გამოვყოთ ფული, რომელიც პაპიროსსა და ლუდში იხარჯება უმეტესად? თან ეს არის ბავშვების დეგრადირების კიდევ ერთი შენიღბული სახე.. “
კომენტარები